25 წლის კაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იძალადა და გააუპატიურა, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს – შსს
პოლიციამ 25 წლის კაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, კაცმა თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა, შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, კაცი კი დააკავეს. შსს ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების […]


პოლიციამ 25 წლის კაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, კაცმა თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა, შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, კაცი კი დააკავეს.
შსს ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
What's Your Reaction?






