26 მაისს ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა. განკარგულების მიხედვით, 17:10 საათზე პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა გაიმართება. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც, როგორც დოკუმენტში წერია, პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მისი ლოკაცია, ამ დროისთვის, უცნობია. განკარგულებით ასევე ირკვევა, რომ ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანსა და ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება […]

აპრ. 16, 2025 - 19:27
 0
26 მაისს ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.
განკარგულების მიხედვით, 17:10 საათზე პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა გაიმართება. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც, როგორც დოკუმენტში წერია, პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მისი ლოკაცია, ამ დროისთვის, უცნობია.
განკარგულებით ასევე ირკვევა, რომ ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანსა და ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება
“თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია”, – ნათქვამია 15 აპრილს გამოცემულ განკარგულებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow