28 წლის მოთამაშეში კარგ თანხას იხდიან - "ნაპოლი" მორიგ ტრანსფერს ამზადებს

28 წლის მოთამაშეში კარგ თანხას იხდიან - "ნაპოლი" მორიგ ტრანსფერს ამზადებს

ივლ. 18, 2025 - 04:57
 0
28 წლის მოთამაშეში კარგ თანხას იხდიან - "ნაპოლი" მორიგ ტრანსფერს ამზადებს
სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას ნეაპოლში გააგრძელებს — ტრანსფერის შეთანხმება პრაქტიკულად დასრულებულია და მისი ფორმალური დადასტურება მხოლოდ დროის საკითხია.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, "ნაპოლი" 28 წლის კარის დარაჯის სანაცვლოდ "ტორინოს" დაახლოებით 18 მილიონ ევროს გადაუხდის.

მეკარეს ახალ კლუბთან მინიმუმ ოთხწლიანი კონტრაქტი ექნება. მილინკოვიჩ-სავიჩს ნეაპოლში უკვე ელიან: უახლოეს დღეებში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერს ხელს.

"ნაპოლი" კონტეს ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდი უკვე შეემატა ლუკა მარიანუჩი, კევინ დე ბრუინი, სემ ბეუკემა, ნოა ლანგი და ლორენცო ლუკა, თუმცა ტრანსფერები ამით არ სრულდება — კონტეს სურვილით, აუცილებელი იყო ახალი მეკარის დამატება და არჩევანიც მილინკოვიჩ-სავიჩზე შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ სერბი გოლკიპერი "ტორინოს" 2017 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში კლუბის მაისურით 158 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი, როგორც ჩანს, გამოცდილ მეკარეს წინ ახალი გამოწვევა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მოსურნე გუნდის კარში ადგილის დამკვიდრების შანსი ელოდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow