3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ - ბარსელონა შენგელიას დამატებას შეეცდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და „ვირტუს ბოლონიას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, მალე კვლავ ესპანეთში...

მაი. 5, 2025 - 15:57
 0
3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ - ბარსელონა შენგელიას დამატებას შეეცდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი და „ვირტუს ბოლონიას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია, შესაძლოა, მალე კვლავ ესპანეთში დაბრუნდეს – ამჯერად „ბარსელონას“ რიგებში.

საინფორმაციო წყარო Sportando-ს ჟურნალისტ ალესანდრო ლუიჯი მაჯიზე დაყრდნობით იუწყება, რომ ესპანური გრანდი უკვე აქტიურად მუშაობს შენგელიას ტრანსფერზე და 32 წლის ქართველ კალათბურთელს 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე შეთავაზებული აქვს.

შეგახსენებთ, თორნიკესთვის ესპანეთი უცხო არ არის – მან წარსულში უკვე ითამაშა ლა ლიგის წამყვან გუნდებში: 2008-2010 წლებში „ვალენსიაში“, ხოლო 2014-2020 წლებში „ბასკონიას“ ღირსებას იცავდა.

ამჟამად შენგელია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის ბოლო თვეებშია და დიდი ალბათობით, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ეს კი კატალონიურ გუნდს შესაძლებლობას აძლევს, შემადგენლობა გამოცდილი და მრავალმხრივი ფორვარდით გააძლიეროს.

თუკი გარიგება საბოლოოდ შედგა, თორნიკესთვის „ბარსელონა“ იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საკლუბო კარიერაში და შანსი – კვლავ წარმოაჩინოს საკუთარი თავი ევროპული კალათბურთის უმაღლეს დონეზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow