3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

ივლ. 30, 2025 - 23:57
 0
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, სახელწოდებით 3x3Geotour2025 გრძელდება. აჭარის დედაქალაქში გამართულმა ტურნირმა ფინალური ტურნირის მე-12 გუნდი გამოავლინა. ეს გახლავთ “ჩეტი”, გუნდი ამ შემადგენლობით: ნიკოლოზ ძნელაძე, ლევან ხაბაზ, საბა სალაძე და ნიკოლოზ სვანიძე.

ჩეტმა ფინალურ მატჩში დაამაცხა გუნდი “ვეტერანები”, რომლის ღირსებასაც ბაჩო ბალაძე, დიანის გრეგორიანი, მიხეილ ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ სვანიძე იცავდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა რომელიც ჩეტმა 15:12 მოიგო. გამარჯვბულები და ფინალისტი გუნდის წევრები ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის საგზურები მოპოვებული აქვს თბილისის ტურის 10 საუკეთესოს: ბერუ, წიქარა, ვერა, ვინგსი, სკუბი, ლეგალ, ელიტეს, სტუ, ლახვბა, ვინჩესტერები და ლაგოდეხის ტურის გამარჯვებულ Underdogs-ს.

ფინალური ეტაპი 17 აგვიტოს, თბილისში გაიმართება.

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow