“4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად შესვლა გადავწყვიტეთ” – ბადრი ჯაფარიძე
“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ციხიდან ეხმაურება. მისი თქმით, ის ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება და წერს, რომ 4 ოქტომბერი – “ეს ბრძოლის ველია, სადაც პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტა”. ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ […] The post “4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად შესვლა გადავწყვიტეთ” – ბადრი ჯაფარიძე appeared first on .

“ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ციხიდან ეხმაურება.
მისი თქმით, ის ზურაბიშვილის განცხადებას ეთანხმება და წერს, რომ 4 ოქტომბერი – “ეს ბრძოლის ველია, სადაც პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტა”.
ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ.
რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.
მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებათ.
აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.
სტატუს-კვო
ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმარობაშია. იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!”, – წერს ბადრი ჯაფარიძე წერილში.
The post “4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად შესვლა გადავწყვიტეთ” – ბადრი ჯაფარიძე appeared first on .
What's Your Reaction?






