50 მილიონი გადადებულია - ხვიჩასთვის პარიზში ახალი კონკურენტი მოჰყავთ

ჟურნალისტი პედრო ალმეიდა წერს, რომ პარი სენ-ჟერმენმა პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, როდრიგო მორას დასამატებლად 50 მილიონი ევრო უკვე გაამზადა

ივნ. 24, 2025 - 18:26
 0
50 მილიონი გადადებულია - ხვიჩასთვის პარიზში ახალი კონკურენტი მოჰყავთ
ჟურნალისტი პედრო ალმეიდა წერს, რომ პარი სენ-ჟერმენმა პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, როდრიგო მორას დასამატებლად 50 მილიონი ევრო უკვე გაამზადა.

ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ პორტუს როდრიგო მორას სანაცვლოდ ორმაგი შეთავაზება გაუკეთონ. პარიზი პორტუგალიურ კლუბს 50 მილიონ ევროს გადაუხდის და ერთ ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით პორტუში გაუშვებს.

- ამბობს ჟურნალისტი.

18 წლის როდრიგო მორაზე პორტუგალიაში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამი შეხვედრა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. მისი პოზიცია მარცხენა გარემარბი გახლავთ, სადაც ამ მომენტისთვის პარი სენ-ჟერმენის მთავარი არჩევანი ხვიჩა კვარაცხელიაა.

მორამ გასული სეზონის არც თუ იოლ პორტუგალიის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ მისი პორტუ საუკეთესო 2 გუნდშიც კი ვერ მოხვდა.

ამ ახალგაზრდა ბიჭისგან პორტუგალიაში დაახლოებით ისეთი მოლოდინებია, როგორც თავის დროზე სწორედ კვარაზე ან გიორგი ჩაკვეტაძეზე გვქონდა. ამდენად, თუ ეს ტრანსფერი შედგა, ხვიჩას გუნდში კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი დაემატება.


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow