50 მილიონის სანაცვლოდ - ბრაიან მბიუმოსთვის დიდი კლუბები იბრძვიან

კამერუნელ ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს

აპრ. 22, 2025 - 22:27
 0
50 მილიონის სანაცვლოდ - ბრაიან მბიუმოსთვის დიდი კლუბები იბრძვიან
ბრენტფორდის კამერუნელი ლიდერი, ბრაიან მბიუმო მორიგ შესანიშნავ სეზონს ატარებს. აფრიკელ ფეხბურთელს მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი, რაც მისთვის პირადი რეკორდია.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, მბიუმომ სეზონის ბოლოს ბრენტფორდი უნდა დატოვოს, ფეხბურთელით კი არსენალი, ლივერპული და ტოტენჰემია დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამერუნელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ ფასობს, რისი გადახდაც ზემოაღნიშნულ 3 კლუბს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow