5,3 მილიონი – შოთა ბერეკაშვილისა და მაკა კვიციანის შარშანდელი შემოსავალი – დეკლარაცია
საქართველოს პარლამენტის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს მისი ოჯახის მთლიანი შემოსავალი 5.3 მილიონ ლარს აღემატებოდა, რაც ძირითადად კომპანია “ბკ ჰოლდინგის” დივიდენდს შეადგენდა. კერძოდ, კი ბერეკაშვილის მიერ მიღებული დივიდენდი 4.7 მილიონი ლარი იყო, ხოლო მისი მეუღლეს, მაკა კვიციანის დივიდენდი კი 693 ათასი ლარი იყო, რაც საერთო ჯამში […]


საქართველოს პარლამენტის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს მისი ოჯახის მთლიანი შემოსავალი 5.3 მილიონ ლარს აღემატებოდა, რაც ძირითადად კომპანია “ბკ ჰოლდინგის” დივიდენდს შეადგენდა. კერძოდ, კი ბერეკაშვილის მიერ მიღებული დივიდენდი 4.7 მილიონი ლარი იყო, ხოლო მისი მეუღლეს, მაკა კვიციანის დივიდენდი კი 693 ათასი ლარი იყო, რაც საერთო ჯამში 5.3 მილიონი ლარია.
რაც შეეხება ხარჯებს, ბერეკაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მან მოგზაურობაზე 229,428 ლარი დახარჯა, ხოლო საყიდლებზე 455,483 ლარი. მისმა მეუღლემ მაკა კვიციანმა კი მოგზაურობაზე 89,874 ლარი, საყიდლებზე კი 276,832 ლარი. მთლიანობაში საყიდლებისა და მოგზაურობის ხარჯები 1 მილიონ ლარს შეადგენს.
ბერეკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წელს მან 2024 წლის მაისში თბილისში, ბაგების სატყეო უბანში სამი მიწის ნაკვეთი შეიძინა ჯამურად დაახლოებით 637,250 ევროს ოდენობით. ამ მიწის ნაკვეთების ფართობი 881 კვ. მეტრი, 315 კვადრატული მეტრი და 96 კვადრატული მეტრია.
მაკა კვიციანის სახელზე კი რეგისტრირებულია 1.2 მილიონ აშშ დოლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ასევე ბაკურიანში მდებარე უძრავი ქონება და ბინა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
2025 წლის დასაწყისში წარადგინა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელიც მაღალი მატერიალური აქტივებით, მსხვილი უძრავი ქონებითა და მილიონობით ლარით გამოხატული გადარიცხვებით გამოირჩევა.
ამასთან, შოთა ბერეკაშვილს ეკუთვნის ორი ძვირად ღირებული მანქანა – Toyota Land Cruiser 200 (შეძენილი 75,000 დოლარად) და Porsche Cayenne (შეძენილი 75,000 ევროს ფასად). მაკა კვიციანს კი Hyundai Ioniq ჰიბრიდული მოდელი ჰყავს.
პარლამენტარის დეკლარაციაში ასახულია მისი საბანკო ანაბრებზე განთავსებული თანხებიც, ერთ ანაბარზე განთავსებულია 140,128 დოლარი, ხოლო მაკა კვიციანის ანგარიშებზე კი 96,480 დოლარის ანაბარი და რამდენიმე ათასლარიანი სალდო სხვადასხვა ანგარიშზე.
დეკლარაციის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო დეტალია შოთა ბერეკაშვილის მიერ 2024 წლის განმავლობაში განხორციელებული 2.6 მილიონი ლარის გადარიცხვები, თუმცა არაა მითითებული თუ ვისთან მოხდა თანხის გადარიცხვა. მაკა კვიციანის მიერ კი შესრულდა 995 ათასი ლარის გადარიცხვები, სადაც ასევე არაა მითითებული თუ რომელ მხარესთან მოხდა გადარიცხვა.(ბიემჯი)
What's Your Reaction?






