7 რამ, რასაც 13 წელი გატყუებდათ ოცნება – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია: ❌️13 წელი გატყუებდათ ოცნება: ● რომ სუვერენულები იყვნენ. რადგან აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრსაც კი, თურმე დიფ სთეითი უნიშნავდა. ● რომ მიწები არასდროს დაუკარგავთ. არადა, გაირკვა, რომ ჩორჩანაში თურმე მილიონი კვ.მ. რუსებს წაურთმევიათ. ● რომ არ იყვნენ კორუმპირებულები. აღმოჩნდა, რომ ყოფილან, რადგან ახლა იწყებენ კორუფციასთან ბრძოლას. ● რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, თანაც ღირსებით. გაზეიმეს […] The post 7 რამ, რასაც 13 წელი გატყუებდათ ოცნება – სალომე სიმონია appeared first on .

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
13 წელი გატყუებდათ ოცნება:
● რომ სუვერენულები იყვნენ. რადგან აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრსაც კი, თურმე დიფ სთეითი უნიშნავდა.
● რომ მიწები არასდროს დაუკარგავთ. არადა, გაირკვა, რომ ჩორჩანაში თურმე მილიონი კვ.მ. რუსებს წაურთმევიათ.
● რომ არ იყვნენ კორუმპირებულები. აღმოჩნდა, რომ ყოფილან, რადგან ახლა იწყებენ კორუფციასთან ბრძოლას.
● რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, თანაც ღირსებით. გაზეიმეს კიდეც ასოცირების ხელშეკრულება. ახლა ეს გზა, თურმე სამშობლოს დათმობას ნიშნავს.
● რომ ეკონომიკური წინსვლა აქვთ, არადა, 2012 წლიდან დღემდე, 100%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა.
● გიმტკიცებდნენ, რომ თქვენზე ზრუნავდნენ, არადა, 89 დეპუტატიდან 33 ხოლო, 14 მინისტრიდან 7 მილიონერია. კორუფცია და სიღარიბე ყვავის.
პრორუსული ძალა არ ვართო, დღესაც მორიგ ჯერზე გატყუებენ, მაგრამ მსგავსი ტყუილების მთქმელი და ქვეყნის ასეთ დღეში ჩამგდები პარტია, ვინც არ უნდა იყოს, უტყუარად მოსაშორებელია!
The post 7 რამ, რასაც 13 წელი გატყუებდათ ოცნება – სალომე სიმონია appeared first on .
What's Your Reaction?






