“8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში… ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის სახლთან მომხდარი ამბები დამაფიქრებელია. მისი განმარტებით, ქალაქის ცენტრში, სადაც ის ცხოვრობს, უსაფრთხოება დაცული არ არის. “სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ […] The post “8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში… ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი appeared first on .

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის სახლთან მომხდარი ამბები დამაფიქრებელია.
მისი განმარტებით, ქალაქის ცენტრში, სადაც ის ცხოვრობს, უსაფრთხოება დაცული არ არის.
“სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4.20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემ სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება( 8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.
ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი !!! დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული, ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ! მშვიდობით სავსე ქალაქი უსაფრთხო ქვეყანა! პ.ს. სურათზე შემოხაზულია ნასროლი ტყვიების ადგილი” – წერს ზურაბიშვილი.
The post “8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში… ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






