,, 8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!“ – რას იხსენებს სანდრო ელოშვილი?
რეჟისორი, ბერიკაშვილების ოჯახის მეგობარი სანდრო ელოშვილი იხსენებს: ,,8 წლის წინ, ამ დღეს, მთელი ღამე ტაშკენტის ქუჩაზე ვიდექით საავადმყოფოსთან… დაახლოებით დილის 4 საათისკენ ექიმებმა დაგვამშვიდეს და სახლში გამოგვიშვეს… რომ დავიშალეთ, მალევე გარდაიცვალა ძია გივი! ზურიკოს მისი ტანსაცმელი გამოატანეს, სანამ სახლში აიტანდა ჯიბეები მოჩხრიკა, რამე ისეთი ხომ არ უდევს, სახლში რომ არ უნდა ნახონო… პატარა ბლოკნოტი იპოვნა, […] The post ,, 8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!“ – რას იხსენებს სანდრო ელოშვილი? appeared first on .

რეჟისორი, ბერიკაშვილების ოჯახის მეგობარი სანდრო ელოშვილი იხსენებს:
,,8 წლის წინ, ამ დღეს, მთელი ღამე ტაშკენტის ქუჩაზე ვიდექით საავადმყოფოსთან… დაახლოებით დილის 4 საათისკენ ექიმებმა დაგვამშვიდეს და სახლში გამოგვიშვეს… რომ დავიშალეთ, მალევე გარდაიცვალა ძია გივი! ზურიკოს მისი ტანსაცმელი გამოატანეს, სანამ სახლში აიტანდა ჯიბეები მოჩხრიკა, რამე ისეთი ხომ არ უდევს, სახლში რომ არ უნდა ნახონო… პატარა ბლოკნოტი იპოვნა, თხოვნებით სავსე… მეთონეს შვილი ჰყავს სამკურნალო, ამასთან და ამასთან უნდა მივიდე… მემწვანილეს ბიჭი მოსაწყობია უმაღლესში, ის უნდა შევაწუხო… ხილ-ბოსტნის ქალი ბინის ქირას ვერ იხდის… სულ შესასრულებელი თხოვნები… თავისთვის არაფერი, სხვებისთვის… და ის სხვებიც ისეთები… ვერ იტყვი რამე გამორჩენას ან ხეირს ნახავდა მათგან ადამიანი… არ იზარებდა, აკეთებდა… ასეთი იყო ნამდვილად! ზურიკოც ასეთი იყო… ახლა აღარც გივია და აღარც ზურიკო…
8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!“
The post ,, 8 წლის წინ გივი წავიდა ამ ქვეყნიდან!“ – რას იხსენებს სანდრო ელოშვილი? appeared first on .
What's Your Reaction?






