Amnesty International 19 წლის საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
Amnesty International შეშფოთებულია 19 წლის მომიტინგისთვის, საბა ჯიქიასთვის გამოტანილი განაჩენით. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ სინდისის პატიმრისთვის მართლმსაჯულებამ შერჩევითი სამართალი გამოიყენა, არ ისარგება განრიდებსი პროგრამით, რომელსაც საქართველსო კანონმდებლობა ითვალისწინებს. მართლმსაჯულებისადმი შერჩევითი მიდგომა ღრმა შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს უსამართლობა – წერს Amnesty International. საბა ჯიქია დააკავეს 2024 წლის 5 დეკემბერს, მასობრივი პროევროპული საპროტესტო აქციების […] The post Amnesty International 19 წლის საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს appeared first on .

Amnesty International შეშფოთებულია 19 წლის მომიტინგისთვის, საბა ჯიქიასთვის გამოტანილი განაჩენით. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ სინდისის პატიმრისთვის მართლმსაჯულებამ შერჩევითი სამართალი გამოიყენა, არ ისარგება განრიდებსი პროგრამით, რომელსაც საქართველსო კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მართლმსაჯულებისადმი შერჩევითი მიდგომა ღრმა შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს უსამართლობა – წერს Amnesty International.
საბა ჯიქია დააკავეს 2024 წლის 5 დეკემბერს, მასობრივი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. მას ბრალი წაუყენეს დაცემული სპეცრაზმელისთვის ფეხის დარტყმისთვის. ხსენებულმა ოფიცერმა, რომელიც ინციდენტის დროს ფორმაში არ იმყოფებოდა, სასამართლოში ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.
საქართველოს ახალგაზრდული მართლმსაჯულების შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს 21 წლამდე ბრალდებულებისთვის ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი ზომების და აღდგენითი მართლმსაჯულების ალტერნატივების განხილვას. 18-დან 21 წლამდე ბრალდებულებისთვის ახალგაზრდული მართლმსაჯულების პროცედურების გამოყენებისას, თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება მოკლე ვადით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლოებში ახალგაზრდული მართლმსაჯულების დებულებები ფართოდ გამოიყენება 18-დან 21 წლამდე ასაკის პირებისთვის, ისინი არ გამოყენებულა საბა ჯიქიას საქმეში.
Amnesty International ასევე საუბრობს “ოცნების” მიერ გამოუძიებელ დანაშაულებებზე , ამ კონტექსტში ნახსენებია, სპეცრაზმელების მიერ ძალის გადამეტება აქციების დროს და ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიცემული სავარაუდო მოძალადეები.
„არსებობს უფრო ფართო სქემა, როდესაც მომიტინგეებს უსამართლო სასამართლო პროცესების შემდეგ ხანგრძლივი პატიმრობა ეკისრებათ. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოთქვა სურვილი, გამოიძიოს პოლიციის მიერ ჩადენილი მძიმე დარღვევები, რადგან არცერთი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი არ არის პასუხისმგებაში მიცემული მომიტინგეების მიმართ დაკავების დროს ფართოდ გავრცელებული არასათანადო მოპყრობისა და პატიმრობაში წამების ბრალდებებისთვის. მართლმსაჯულებისადმი ეს შერჩევითი მიდგომა ღრმა შეშფოთებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ეს დაუსჯელობა და უსამართლობა.“
The post Amnesty International 19 წლის საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს appeared first on .
What's Your Reaction?






