ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

სააგენტო "პარალელი" ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი […] ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა პარალელი

აპრ. 29, 2025 - 02:57
 0
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

სააგენტო "პარალელი"
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს და მიზნად ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების გაუმჯობესებას და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ისახავს. „იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ-უსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან. სამუშაო შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს თავიანთ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ და იდეების დახვეწაში დაეხმარებიან.

ერთი კვირის განმავლობაში სტარტაპერები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, ასევე, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური თუ იურიდიული საკითხები. საგულისხმოა, რომ პროგრამა მონაწილეებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც რეალურ ბიზნეს გარემოში სტარტაპის წარმატებისთვის გადამწყვეტია. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1 წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია, რომელშიც თავიანთ იდეას ან პროდუქტს წარმოადგენენ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 მაისი, ხოლო ტრენინგები 12-17 მაისის პერიოდში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „იდეადრომი“ 9-ჯერ, წარმატებით ჩატარდა, ხოლო კონკურსის არაერთმა გამარჯვებულმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლო.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ვრცელებს

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი მეათედ გამოაცხადა
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow