“deep ვირთხების გადაწყვეტილება… კობახიძეს 3 კვირაა ვურეკავ, იმალება, ახსნას, რატომ გააკეთა ეს” – პოლოლიკაშვილი „ოცნებას“
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, – რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს, – ამ ამბავზე პირველ კომენტარს აკეთებს. „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება“, – ამბობს პოლოლიკაშვილი. „კარგი იქნება თუ […] The post “deep ვირთხების გადაწყვეტილება… კობახიძეს 3 კვირაა ვურეკავ, იმალება, ახსნას, რატომ გააკეთა ეს” – პოლოლიკაშვილი „ოცნებას“ appeared first on .

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, – რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს, – ამ ამბავზე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება“, – ამბობს პოლოლიკაშვილი.
„კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს. სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება. გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც „დიპ სტეიტს“ და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, მისწერა მათ პოლოლიკაშვილმა.
„ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ცნობისთვის, ონლაინ გამოცემა The Diplomat წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს – შეიხა ალ ნოვაისს.
ამას The Diplomat “შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრს” უწოდებს და საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე წერს.
გამოცემა წერს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით “გაეროს სისტემაში პრეცედენტი” დააწესა.
“პოლოლიკაშვილი თანამდებობას უკვე ორი ვადის განმავლობაში იკავებდა და ორივეჯერ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის 70%-ზე მეტმა დაუჭირა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფა საპირისპირო გზავნილს ავრცელებს და წევრი-სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მის კანდიდატურას მესამე ვადით მხარს უჭერენ, ნდობას ამცირებს.
გაეროს სააგენტოები უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ, სოციალური კეთილდღეობისკენ და შერიგებისკენ – არა დაყოფისკენ. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, რუსეთის ფედერაციის ჩართვა ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტების უსაფრთხოებასა და ნდობას“-წერს გამოცემა.
The post “deep ვირთხების გადაწყვეტილება… კობახიძეს 3 კვირაა ვურეკავ, იმალება, ახსნას, რატომ გააკეთა ეს” – პოლოლიკაშვილი „ოცნებას“ appeared first on .
What's Your Reaction?






