EBS Korea საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიატური სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები თბილისს, მცხეთას, თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტს გოდერძის, ლატალს, მესტიას და უშგულს ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც ონლაინ პლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში.

აპრ. 3, 2025 - 10:27
 0
EBS Korea საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის EBS Korea გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიატური სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. კორეის ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები თბილისს, მცხეთას, თელავს, სიღნაღს, დედოფლისწყაროს, სტეფანწმინდას, წალკას, ფარავნის ტბას, ვარძიას, ახალციხეს, სამთო კურორტს გოდერძის, ლატალს, მესტიას და უშგულს ესტუმრნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს როგორც ონლაინ პლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow