Economist Intelligence Unit-მა 2025 წელს საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქი დაასახელა
კოპენჰაგენმა მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, – წერს The Economist. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Economist Intelligence Unit-ის (EIU) 2025 წლის ყოველწლიურ რეიტინგში 173 ქალაქია შეტანილი. სია რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის ჯანდაცვას, განათლებას, ინფრასტრუქტურასა და გარემოს. კოპენჰაგენმა იდეალური ქულები მიიღო სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მხრივ. ვენამ მეორე ადგილი ციურიხთან ერთად გაიყო. პირველ […]


კოპენჰაგენმა მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, – წერს The Economist.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Economist Intelligence Unit-ის (EIU) 2025 წლის ყოველწლიურ რეიტინგში 173 ქალაქია შეტანილი. სია რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება, მათ შორის ჯანდაცვას, განათლებას, ინფრასტრუქტურასა და გარემოს.
კოპენჰაგენმა იდეალური ქულები მიიღო სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის მხრივ. ვენამ მეორე ადგილი ციურიხთან ერთად გაიყო. პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ მელბურნი, ჟენევა, სიდნეი, ოსაკა, ოკლენდი, ადელაიდა და ვანკუვერი.
What's Your Reaction?






