ESPN: პსჟ რეალიდან ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის მოყვანას გეგმავს
საფეხბურთო სამყაროში კვლავ აქტუალური გახდა როდრიგო გოეშის შესაძლო ტრანსფერი. ESPN-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ყურადღებით ადევნებს...

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა მისი სათამაშო დროით "სანტიაგო ბერნაბეუზე" და უკვე არაერთხელ გამოხატა კლუბის დატოვების სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძირითადად მარჯვენა ფლანგზე გამოდის, თავად ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს მარცხენა ფლანგზე, სადაც უფრო შედეგიანადაც თამაშობს. თუმცა ამ პოზიციაზე მას კონკურენცია მუდმივად ჰქონდა და რეალში სტაბილური ადგილი ვერ დაიმკვიდრა.
მთავარი ინტრიგა კი ისაა, რომ როდრიგოს შესაძლო ტრანსფერი პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად აღიქმება. ფრანგულ გრანდს შესაძლოა ერთ ფლანგზე ორი მაღალი დონის შემტევი ეყოლოს, რაც მწვრთნელ ლუის ენრიკეს ტაქტიკურ გეგმებზე პირდაპირ აისახება.
აღსანიშნავია, რომ პარიზულ კლუბში უკვე მრავლად არიან მრავალმხრივი შემტევები, თუმცა არ გამოირიცხება, რომ გუნდი გარკვეული ცვლილებების მოლოდინშია – მაგალითად, ბრედლი ბარკოლას შესაძლო ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" მედიაში აქტიურად განიხილება.
What's Your Reaction?






