EU რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ „მასობრივ“ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დღეს ტირანაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში განაცხადეს. ევროკავშირი ორი დღის წინ, 14 მაისს შეთანხმდა სანქციების მე-17 პაკეტზე, თუმცა დღეს ბლოკის ლიდერებმა დამატებითი შემზღუდავი ზომები დააანონსეს. „პუტინს […]

მაი. 16, 2025 - 18:57
 0
EU რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი ს წინააღმდეგ სანქციების ახალ „მასობრივ“ პაკეტს ამზადებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დღეს ტირანაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის ფარგლებში განაცხადეს.
ევროკავშირი ორი დღის წინ, 14 მაისს შეთანხმდა სანქციების მე-17 პაკეტზე, თუმცა დღეს ბლოკის ლიდერებმა დამატებითი შემზღუდავი ზომები დააანონსეს.
„პუტინს მშვიდობა არ სურს, ამიტომ ჩვენ ზეწოლა უნდა გავზარდოთ და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციების ახალ პაკეტზე. ეს პაკეტი, მაგალითად, მოიცავს სანქციებს Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ზე. ის ითვალისწინებს სანქციების სიაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ უფრო მეტი გემის შეტანას, ასევე ნავთობის ფასების ზედა ზღვრის შემცირებას და მეტ სანქციებს რუსეთის ფინანსურ სექტორზე“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ჩვენ გვაქვს მე-17 პაკეტი. ახლა ჩვენ მზად ვართ და ვმუშაობთ შემდეგ პაკეტზე. რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია პოლიტიკური იზოლაცია და ამ საკითხში ჩვენ ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ, რადგან ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა“, — განაცხადა კალასმა.
კითხვაზე, რა ლოგიკაა „ჩრდილოეთის ნაკადზე“ სანქციების დაწესებაში, როდესაც ის ისედაც არ ფუნქციონირებს, ევროკომისიამ განმარტა, რომ არ იცის, მომავალში რა შეიძლება მოხდეს — პირველი მილსადენის შეკეთება შესაძლებელია, თეორიულად მეორემაც შეიძლება ლიცენზია მიიღოს.
„იდეა ისაა, რომ შევაკავოთ ნებისმიერი მომავალი ინტერესი ამ პროექტთან დაკავშირებით — განსაკუთრებით ინვესტორების მხრიდან“, — განმარტა ევროკომისიამ.
რაც შეეხება ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს, ამჟამად G7-ის მიერ შეთანხმებულია ბარელზე 60 დოლარი.
ახალი სანქციებზე შეთანხმება შეიძლება გაართულოს უნგრეთისა და ს პოზიციამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow