I კვარტალში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა (bm.ge)

2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა. · საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.85 […]

აპრ. 22, 2025 - 20:27
 0
I კვარტალში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა (bm.ge)

2025 წლის იანვარ-მარტში დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, გადასახადების პირველი კვარტალის საპროგნოზო მოცულობა 5.3 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.4 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.
· საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.85 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;
· მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 850 მლნ ლარის 96.6%-ია.
· დამატებული ღირებულების გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.88 მლრდ ლარი, ფაქტიურად მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%.
· აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 560 მლნ ლარის, 87.6%–ია.
· იმპორტის გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი 31.3 მლნ ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.
· სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow