ISSA: მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ “ოცნების” საგარეო კურსი რუსეთის ინტერესებს ემსახურება
საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” კურსი რუსეთის ან მასთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვა) ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთანავე, მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტია დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ეწევა და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. ეს მაჩვენებელი “ოცნების” […]


საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” კურსი რუსეთის ან მასთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვა) ინტერესების გატარებას ემსახურება.
ამასთანავე, მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტია დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ეწევა და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. ეს მაჩვენებელი “ოცნების” ამომრჩევლებს შორის კი 66%-ს უდრის.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 6% მოიაზრებს, რომ მთავრობას პროდასავლური კურსი უჭირავს და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე დგას.
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
What's Your Reaction?






