„ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“ – Travel Door

„ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“ – Travel Door საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი. გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Travel Door: „ჩვენი კომპანია აზიის ერთ-ერთ წამყვან გამოფენაში მონაწილეობდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და […]

მაი. 29, 2025 - 15:57
 0
„ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“ – Travel Door

„ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი“ – Travel Door
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.
გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Travel Door:
„ჩვენი კომპანია აზიის ერთ-ერთ წამყვან გამოფენაში მონაწილეობდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან. ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენცალი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების ინტენსიურ ზრდას ჩინეთიდან“- აცხადებენ Travel Door-ში.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow