Lingwing-ს AI დაემატა – რა შესაძლებლობას იძლევა?

უცხო ენების შესწავლის ქართული ონლაინ პლატფორმა Lingwing, რომელიც უკვე 300,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ახალ ეტაპზე გადავიდა – მას ხელოვნური ინტელექტი დაემატა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ველიაშვილმა BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, AI-ის ინტეგრაცია პლატფორმის მომხმარებლებს ენობრივი უნარების, განსაკუთრებით კი საუბრის და აქცენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება. „ახალი ფუნქციონალით მომხმარებელს შეუძლია, დიქტორის მიერ ნათქვამი წინადადება გაიმეოროს და მაშინვე მიიღოს უკუკავშირი […]

მაი. 22, 2025 - 00:57
 0
Lingwing-ს AI დაემატა – რა შესაძლებლობას იძლევა?

უცხო ენების შესწავლის ქართული ონლაინ პლატფორმა Lingwing, რომელიც უკვე 300,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ახალ ეტაპზე გადავიდა – მას დაემატა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, დავით ველიაშვილმა BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, -ის ინტეგრაცია პლატფორმის მომხმარებლებს ენობრივი უნარების, განსაკუთრებით კი საუბრის და აქცენტის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
„ახალი ფუნქციონალით მომხმარებელს შეუძლია, დიქტორის მიერ ნათქვამი წინადადება გაიმეოროს და მაშინვე მიიღოს უკუკავშირი – რამდენად სწორად წარმოთქვა ის. სისტემა ასახავს, თუ რა პროცენტით დაემთხვა მისი ნათქვამი ორიგინალს. ეს სრულად საუბარზე ორიენტირებული კურსია,“ – განმარტავს ველიაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული სავარჯიშოც, ისევე როგორც პლატფორმაზე არსებული სხვა ლიმიტირებული დავალებები, უფასოდ არის ხელმისაწვდომი, თუმცა გარკვეული ზღვარის გადაცილების შემდეგ, კურსი ფასიანი ხდება. ამასთან, მათი კონცეფციიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, ყოველ 24 საათში ერთხელ ახალი უფასო დავალებები მიიღონ.
ველიაშვილი აღნიშნავს, რომ Lingwing ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება: „არც ეს წელია გამონაკლისი – ჩვენი მიზანია, მუდმივად ვუპასუხოთ მომხმარებლის საჭიროებებს და უახლესი ტექნოლოგიები ეფექტიანად გამოვიყენოთ ენის სწავლებაში“, – ამბობს პლატფორმა Lingwing-ის დამფუძნებელი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow