ODIHR: საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა ჯერ არ მიგვიღია
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ საქართველოსგან ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა არ მიუღიათ. ამის შესახებ “ფორმულას” ODIHR-ის სპიკერმა კატია ანდრუშმა განუცხადა. „მადლობას გიხდით წერილისა და ODIHR-ის საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დროული […]


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ საქართველოსგან ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევა არ მიუღიათ. ამის შესახებ “ფორმულას” ODIHR-ის სპიკერმა კატია ანდრუშმა განუცხადა.
„მადლობას გიხდით წერილისა და ODIHR-ის საქმიანობისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დროული მოწვევა აუცილებელია იმისათვის, რომ სრულად განვახორციელოთ საარჩევნო დაკვირვების ყველა კომპონენტი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებაზე. იდეალურ შემთხვევაში, ODIHR იღებს არჩევნების დასაკვირვებლად მოწვევას არჩევნების დღემდე 4-6 თვის წინ“ — განაცხადა ანდრუშმა.
What's Your Reaction?






