Silk App-ს უკვე 100 000 მომხმარებელი ჰყავს

შვიდი თვე — ასი ათასი მომხმარებელი. ეს რიცხვი მარტო ზრდას არ ასახავს… ის მიანიშნებს ნდობაზე, რომელიც ერთიანად გადმოვიდა ახალ საბანკო გამოცდილებაზე. სილქის აპლიკაცია არა მხოლოდ ფუნქციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი პლატფორმაა, არამედ ყოველდღიური ფინანსური კომფორტის ნაწილი გახდა ათიათასობით ადამიანისთვის. როგორ იქმნებოდა ეს გამოცდილება? რა იმალება იმ მარტივი, სწრაფი და მოქნილი ინტერფეისის უკან, რომელსაც დღეს უკვე ათობით […]

აპრ. 16, 2025 - 11:27
 0
Silk App-ს უკვე 100 000 მომხმარებელი ჰყავს

შვიდი თვე — ასი ათასი მომხმარებელი. ეს რიცხვი მარტო ზრდას არ ასახავს… ის მიანიშნებს ნდობაზე, რომელიც ერთიანად გადმოვიდა ახალ საბანკო გამოცდილებაზე. სილქის აპლიკაცია არა მხოლოდ ფუნქციური და ტექნოლოგიურად დახვეწილი პლატფორმაა, არამედ ყოველდღიური ფინანსური კომფორტის ნაწილი გახდა ათიათასობით ადამიანისთვის.
როგორ იქმნებოდა ეს გამოცდილება? რა იმალება იმ მარტივი, სწრაფი და მოქნილი ინტერფეისის უკან, რომელსაც დღეს უკვე ათობით ათასი მომხმარებელი ენდობა? ამ კითხვებზე სილქის აპის Product owner, მადონა კაჭკაჭიშვილი პასუხობს — ის გვიყვება, როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ყოველდღიურობას ცვლის.
პირველ რიგში, საინტერესოა, რა იყო წარმატების მიზეზი, რამდენად გადააჭარბა შედეგებმა მოლოდინს?
ალბათ, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვიდრე აპლიკაციას შევქმნიდით, ძალიან დიდი ფოკუსი გავაკეთეთ იმაზე, თუ რა საჭიროებები ჰქონდათ მომხმარებლებს; ასევე, რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს აწყდებოდნენ არსებულ საბანკო მომსახურებებში. შესაბამისად, თითოეული ეტაპის გაუმჯობესება დავისახეთ მიზნად. კერძოდ, ისეთი ფუნქციების, პროცესების, გამოცდილების შექმნა, რაც მარტივად, სწრაფად და თან მათთვის სასარგებლო სახით შეასრულებინებდათ ოპერაციებს.
საკმაოდ ბევრი კვლევა ჩავატარეთ პროდუქტების შემუშავებაზე და გვჯეროდა, რომ კარგად დაგეგმილი თუ გააზრებული, მომხმარებელზე გათვლილი აპლიკაცია კარგ შედეგებამდე მიგვიყვანდა. თუმცა იმასაც ვაღიარებთ, რომ ქართული კონკურენტული ბაზრის პირობებში 100 000 მომხმარებელს არ ველოდით 7 თვის თავზე. ზოგადად, ძალიან ძნელია, არსებული ქცევა შეაცვლევინო სხვა პროდუქტებისა და სხვა აპლიკაციების მომხმარებლებს. თუმცა ეს 100 000 მომხმარებელი ზუსტად იმაზე მიგვითითებს, რომ ყველაფერი სწორად განვსაზღვრეთ მომხმარებლისთვის და ნდობა, კმაყოფილება გამოვიწვიეთ.
ამ პერიოდის განმავლობაში თუ გამოიკვეთა კონკრეტული ფუნქცია, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა?
თავიდანვე ცოტა განსხვავებულად მივუდექით საბანკო გამოცდილების შექმნას. გარდა იმისა, რომ სტანდარტული ბანკინგის ფუნქციონალი გავითვალისწინეთ, ასევე გარკვეული ინდივიდუალური მიდგომებიც გვქონდა. მაგალითად, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს აპლიკაციაშივე ესაუბრონ, ჩატშივე გადარიცხონ თანხა და ა. შ.
გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა მერე შოპინგ ბარათი. ყიდულობენ სასურველ ნივთებს ახლა და პარტნიორ ობიექტებში 12 თვემდე ანაწილებენ გადახდას და, რაც მთავარია, სრულიად უპროცენტოდ. ეს კი საკმაოდ კარგი ბენეფიტია.
რა თქმა უნდა, ის, რომ 24/7-ზე არის საბანკო სერვისებზე წვდომა და ყველაფერი შესაძლებელია დამოუკიდებლად შესრულდეს. ასევე ისიც, რომ ჩვენი აპლიკაციისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმა, თანხის ნებისმიერ ანგარიშზე დაუყოვნებლივი ასახვა საკომისიოების გარეშე კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას.
ერთ-ერთი განსხვავებული ფუნქციონალია თვითდასაქმებულებისათვის ის, რომ შევიმუშავეთ ისეთი სესხის მიღების პროცესი, რომელიც მთლიანად ციფრულია, გამარტივებულია და მორგებულია თვითდასაქმებულების საჭიროებაზე. მაგალითად, თუ ჩვენი მომხმარებელი სილქნეტის აბონენტია, შესაძლებლობა აქვთ, რომ სხვა ტიპის შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიაქტიურონ სესხი 3 წუთში.
კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი იყო კომუნალური გადასახადების გადანაწილების სისტემა — „გაათანაბრე“, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ზამთარშიც და ზაფხულშიც გადაიხადონ ერთი და იგივე თანხა კომუნალურ გადასახადებზე. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ინდივიდუალური პროდუქტებისა, რომლებსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.
მთლიანობაში, ვხედავთ, როგორ იზრდება ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ სილქის აპლიკაცია ათასობით ადამიანის ფინანსურ ცხოვრებას ამარტივებს.
როდესაც სილქის აპლიკაციაზე მუშაობა დაიწყეთ, რომელი მთავარი პრობლემა გინდოდათ მოგეგვარებინათ მომხმარებლისთვის?
გვსურდა, ტრადიციული შეგვეცვალა და ბევრად სამომხმარებლო აპლიკაცია შეგვექმნა. მივწვდომოდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არსებული საბანკო ინსტიტუტები ჯერჯერობით არ ესაუბრებიან და არ სთავაზობენ ინდივიდუალურ პროდუქტებს. თავისთავად, როდესაც რაღაცას მარტივად აკეთებ და ერთ სივრცეშია შესაძლებელი შენთვის მორგებული საფინანსო თუ არასაფინანსო მომსახურებების მიღება, ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი.
საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ აპისთვის მომდევნო 6–12 თვის განმავლობაში? მოსალოდნელია თუ არა ახალი ფუნქციები ან სერვისები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გამოცდილებას?
ერთ-ერთი უახლოესი პრიორიტეტი, რაც უკვე ჩაშვებულია, არის ლოიალობის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ბაზარზე — ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალზე გადახდისას მომხმარებელს ერიცხება ლოიალობის ქულები. შესაძლებლობა აქვს, რომ ბევრად მეტი ქულა დააგროვოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბანკში. ანუ პირდაპირ მიიღოს სარგებელი როდესაც საფინანსო ოპერაციას ახორციელებს. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში გადაიხდის და უცხოეთში.
ასევე, ვგეგმავთ აპლიკაციის ფუნქციონალის განახლებას. ერთ-ერთი მიმართულებაა კრიპტოს ინტეგრაცია. გვსურს, მომხმარებელ ჰქონდეს საშუალება, აპლიკაციაშივე შეიძინოს მათთვის საინტერესო კრიპტო ვალუტა.
ამავდროულად, ძალიან საინტერესოა „გეიმერების“ სეგმენტი. აქ საუბარია ისეთ ხალხზე, რომლებიც კონკრეტული სტრიმინგ პლატფორმებით სარგებლობენ, ან ეფლ და გუგლ სთორზე ყიდულობენ სხვადასხვა თამაშს, ავსებენ პლატფორმების ბალანსს… მათთვის ძალიან მალე სრულიად ინოვაციურ პროდუქტს, Play Card-ს წარვადგენთ — თამაშისა და ფინანსების გადაკვეთის წერტილში დამატებითი ბენეფიტებით ისარგებლებენ.
ზოგადად, ყოველდღიურად ვაკვირდებით მომხმარებლებს, ვუსმენთ, ვეკითხებით, მსოფლიოს ტრენდებსაც ვუყურებთ და მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ აპლიკაცია არა მარტო პრაქტიკული იყოს, არამედ იყოს ინსპირაციულიც და თანამედროვე ციფრული სივრცე გახდეს თითოეული მომხმარებლისთვის.
ბრენდის ცნობადობის გაზრდასთან ერთად რა იქნება თქვენი მოლოდინი რამდენ მომხმარებელზე გეგმავთ გასვლას წლის ბოლომდე?
ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დავისახეთ და მიზნად გვაქვს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის აპლიკაციას ჰყავდეს 250 ათასი უნიკალური მომხმარებელი. ამ მიზნის მიღწევის გვჯერა. თუმცა რაოდენობასთან ერთად გვსურს, რომ მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ.
რაც მთავარია, მივდივართ უკეთესობისკენ, განსხვავებული გამოცდილების შექმნისკენ. ამაში ყოველკვირეულად ვარწმუნებთ ჩვენს მომხმარებლებს.
ინფორმაციას “სილქ ბანკი” ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow