TikTok კონტენტის გასაფილტრად ახალ AI ხელსაწყოს უშვებს

Smart Keyword Filters ტიკტოკის ახალი AI ფუნქციაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეზღუდონ კონტენტი, რომლის ნახვაც არ სურთ თავიანთ For You-ს გვერდზე. მართალია, პლატფორმა აქამდეც იძლეოდა ფილტრების გამოყენების შესაძლებლობას კონტენტისთვის, მაგრამ ახლა პროცესში ხელოვნური ინტელექტი ერთვება — ისეთ კონტენტსაც კი დამალავს, რომელიც მსგავს ქივორდებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინონიმებს შეიცავს. ხელსაწყო გაჩვენებთ, რომელი საკვანძო სიტყვები უკავშირდება ორიგინალს: […]

ივნ. 15, 2025 - 20:27
 0
TikTok კონტენტის გასაფილტრად ახალ AI ხელსაწყოს უშვებს

Smart Keyword Filters ტიკტოკის ახალი ფუნქციაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეზღუდონ კონტენტი, რომლის ნახვაც არ სურთ თავიანთ For You-ს გვერდზე. მართალია, პლატფორმა აქამდეც იძლეოდა ფილტრების გამოყენების შესაძლებლობას კონტენტისთვის, მაგრამ ახლა პროცესში ერთვება — ისეთ კონტენტსაც კი დამალავს, რომელიც მსგავს ქივორდებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინონიმებს შეიცავს.
ხელსაწყო გაჩვენებთ, რომელი საკვანძო სიტყვები უკავშირდება ორიგინალს: მაგალითად თუ რემოდელირებას აირჩევთ, ტიკტოკი რენოვაციასა და რენოვაციებს ამოგიგდებთ… საინტერესოა, რომ პლატფორმა ქივორდების გაორმაგებასაც აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლა 100 სიტყვის დამატება შეგიძლიათ, მომავალში ეს მაჩვენებელი 200-ს მიაღწევს.
ამასთან, Manage Topics-ის ფუნქცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება — საშუალებას გაძლევთ, For You-ს გვერდი საკუთარ ინტერესებზე მოირგოთ, შესაბამისად, გაჩვენებთ იმ თემებს, რომელთაც თავად აირჩევთ, იქნება ეს სპორტი, მოგზაურობა, იუმორი, ცეკვა თუ კვება. წვდომის მისაღებად კი შემდეგი ნაბიჯები უნდა გაიაროთ: Settings > Content Preferences > Manage Topics — სასურველი თემების არჩევას სწორედ ამ უკანასკნელიდან შეძლებთ.
marketer.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow