TOP-5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ავტოკომპანია – Forbes Georgia-ს რეიტინგი

Forbes Georgia-ს 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგში ავტოსექტორის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მოხვდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი სერვისები გასცდა საქართველოს ფარგლებს, ხოლო პირველი ხუთეულის ჯამური ღირებულება თითქმის ₾3 მილიარდია. 1. ტოიოტა კავკასია (₾ 935.3 მლნ) კომპანია, რომლის 100%-იან წილს Toyota Tsusho Corporation-ი ფლობს, ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობაა Toyota Tsusho Corporation-სა და […]

ივნ. 28, 2025 - 02:27
 0
TOP-5 ყველაზე ძვირადღირებული ქართული ავტოკომპანია – Forbes Georgia-ს რეიტინგი

Forbes Georgia-ს 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგში ავტოსექტორის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი მოხვდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი სერვისები გასცდა საქართველოს ფარგლებს, ხოლო პირველი ხუთეულის ჯამური ღირებულება თითქმის ₾3 მილიარდია.
1. ტოიოტა კავკასია (₾ 935.3 მლნ)
კომპანია, რომლის 100%-იან წილს Toyota Tsusho Corporation-ი ფლობს, ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი ბიზნესსაქმიანობაა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-სგან „ტოიოტასა“ და „ლექსუსის“ ბრენდის ავტომანქანებისა და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების შესყიდვა და მათი საბითუმოდ მიყიდვა კავკასიის რეგიონში მოქმედი ავტორიზებული დილერებისთვის.
2. (₾ 713.7 მლნ)
მოტორსი“ ავტობიზნესის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მასთან დაკავშირებული მომსახურებები და საავტომობილო პროდუქტები და შესაბამისი მომსახურებები. კომპანია ბაზარზე 2001 წლიდან არის წარმოდგენილი და მის 92.2%-იან წილს თემურ კოხოძე ფლობს. კომპანიაში 2.6 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
3. ჯი-თი გრუპი (₾ 652.7 მლნ)
კომპანიის ძირითადი ბიზნესაქტივობას სატვირთო და სასოფლო-სამეურნეო ავტომანქანებით, ავტონაწილებით და ზეთებით ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტის ძირითადი მიმწოდებელია (ავტობუსები და კომუნალური სერვისების სპეცტექნიკა). „ჯი-თი გრუპს“ გიორგი გველესიანი (33.34%), გიორგი თავდიშვილი (33.33%) და თემურ უსტიაშვილი (33.33%) ფლობენ.
4. მერსედეს-ბენცი საქართველო (₾ 366.2 მლნ)
კომპანია ბაზარზე 1996 წლიდან არის წარმოდგენელი და ამ პერიოდიდან ახორციელებს ავტომობილების იმპორტს და რეალიზებას. ასევე, ეწევა მათ ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს. „მერსედეს-ბენც საქართველოს“ ლუიზა თავართქილაძე (46%), მაკა ასათიანი (27%) და სალომე ასათიანი (27%) ფლობენ.
5. ტოიოტა ცენტრი თბილისი (₾ 251.4 მლნ)
კომპანიის 33.3%-ს დავით ტაკიძე და 29.2%-ს ირაკლი გურჩიანი ფლობენ, ხოლო თეონა ტაკიძის, ლაშა გულიაშვილისა და გიორგი გულიაშვილის საკუთრება 12.5-12.5%-ია. კომპანია „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებს, მათ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და ტექნიკურ მომსახურებას.
შენიშვნა
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებში იგულისხმება ისეთი იურიდიული პირები, რომლებსაც დაფუძნებული/რეგისტრირებული და საწარმოო პროცესის ძირითადი ნაწილი საქართველოში აქვთ. კომპანიის მფლობელების შესახებ დეტალები წარმოდგენილია 15.05.2025-ისთვის საჯარო წყაროებზე არსებული ინფორმაციის მიხედვით.
forbes.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow