U16 გოგონთა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიდის შემდეგ 8 ქულით დავწინაურდით. მეორე პერიოდი საკვანძო გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 20:3 გაანადგურა და დიდ შესვენებაზე 25-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდში მოლდოველებმა თამაში გამოაკეთეს და ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა. ბოლო ათწუთეულში ქართველებმა ისევ იძალეს და საბოლოოდ სასურველი ანგარიში დააფიქსირეს – 64:41 (სტატისტიკა).
საქართველოს ნაკრებში 16 ქულით ანი მესტუმრიშვილი გამოირჩა. შედეგიანად ითამაშა თამარ ზავრადაშვილმა, რომელსაც ყველა მაჩვენებელი ქულაზე მეტი ჰქონდა – 10 მოხსნა, 5 დაფარება, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ქულა. 11 ქულა ჰქონდა მარიამ ყაველაშვილს.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო შეხვედრას 13 ივნისს გამართავს: მე-5 ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი მასპინძელ კოსოვოს შეხვდება.
What's Your Reaction?






