VIDEO: ყაზაიშვილის ჰეთ-თრიკი და წინსვლა ბომბარდირთა დავაში - ქართველის შთამბეჭდავი სერია ჩინეთში
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი სანახაობრივი მატჩი ჩაატარა

მე-18 ტურის მატჩში "მეიჟოუ ჰაკასთან“ ყაზაიშვილმა ანგარიში გახსნა 56-ე წუთზე; მეორე გოლი 82-ე წუთზე გაიტანა; ჰეთთრიქი კი 84-ე წუთზე დაასრულა, მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მეკარეს ახლო მანძილიდან დაუმარცხებლად გაუტანა.
ყაზაიშვილმა მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 9.4 ქულიანი შეფასება მიიღო, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინდივიდუალური ქულაა ტურში.
ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე ჰეთთრიქია.
სულ კი ყაზაიშვილს უკვე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს 18 მატჩში. ბომბარდირთა სიაში ის მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "შანდონგ ტაიშანი" ჩემპიონატის ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.
VIDEO:
What's Your Reaction?






