VIDEO: "ის ნამდვილი შეშლილია" - მერაბ დვალიშვილს მოგება დონალდ ტრამპმა მიულოცა

მერაბ დვალიშვილი აღსანიშნად ამერიკის პრეზიდენტთანაც კი მივიდა

ივნ. 8, 2025 - 12:26
 0
VIDEO: "ის ნამდვილი შეშლილია" - მერაბ დვალიშვილს მოგება დონალდ ტრამპმა მიულოცა
მერაბ დვალიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი შონ ომალი კიდევ ერთხელ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი უკვე მეორედ დაიცვა.

აღსანიშნავია, რომ საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, რომლის თვალწინაც ქართველმა ჩემპიონმა დიდებული გამარჯვება მოიპოვა და ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი სწორედ ტრამპტთან მივიდა, აშშ-ის პრეზიდენტს ხელი ჩამოართვა და მხარეებმა ემოციები გაცვალეს.

ამ მომენტის პარალელურად კომენტატორი ამბობს: "შეხედეთ მერაბს, ის ნამდვილი შეშლილია, ის უკვე ძალიან დიდი პრობლემაა", - ამბობენ ქართველ ჩემპიონზე, რომელბმაც ორგანიზაციის სახელოვანი მებრძოლები ოქტაგონზე ერთი მეორის მიყოლებით მიაწვინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow