Webster University Tbilisi-ს კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – საზაფხულო სკოლა NextGen Impact: Sustainability & Global Leadership დასრულდა
2-4 ივლისს Webster University Tbilisi-მ წარმატებით უმასპინძლა საზაფხულო სკოლას NextGen Impact: Sustainability & Global Leadership. პროექტი განკუთვნილი იყო XI-XII კლასელებისთვის და მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში მდგრადი განვითარებისა და გლობალური ლიდერობის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას. 3 დღიანი ინტენსიური პროგრამა მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: · მდგრადი განვითარების პრინციპები და გლობალური ტენდენციები; · გარემოსა და […]


2-4 ივლისს Webster University Tbilisi-მ წარმატებით უმასპინძლა საზაფხულო სკოლას NextGen Impact: Sustainability & Global Leadership. პროექტი განკუთვნილი იყო XI-XII კლასელებისთვის და მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში მდგრადი განვითარებისა და გლობალური ლიდერობის საკითხებზე ცოდნის გაღრმავებას.
3 დღიანი ინტენსიური პროგრამა მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
· მდგრადი განვითარების პრინციპები და გლობალური ტენდენციები;
· გარემოსა და საზოგადოების განვითარების სისტემური ხედვა;
· მდგრადი ბიზნეს სტრატეგიები და მარკეტინგი;
· გლობალური ურთიერთობები და მდგრადობის გავლენა საერთაშორისო კონტექსტში.
საზაფხულო სკოლის თემატიკა – მდგრადი განვითარება და გლობალური ლიდერობა – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ახალ თაობას მომავლის ფორმირების პასუხისმგებლობა ეკისრება. დღეს, როცა კლიმატური ცვლილებები, გლობალური უთანასწორობა და სოციალური გამოწვევები ყოვლისმომცველია, ახალგაზრდებისთვის აუცილებელია, რომ გლობალურ პროცესებში ჩართულნი იყვნენ ღირებულებებით, ეთიკურად და სტრატეგიულად. სწორედ ასეთ უნარებს აძლევს პროგრამა მონაწილეებს, უნარებს, რომლებიც სჭირდებათ არა მხოლოდ კარიერული წარმატებისთვის, არამედ საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
სასწავლო სესიებს უძღვებოდნენ Webster University Tbilisi-ს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოწვეული ლექტორები: სტეფანო პიროდი – პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი და მკვლევარი კულტურული მრავალფეროვნებისა და ხელოვნური ინტელექტის ადმინისტრაციულ სფეროში გამოყენების მიმართულებით; არიან მატინი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, რომლის კვლევები მოიცავს მდგრად განვითარებას, მომხმარებელთა ქცევას და ციფრულ მარკეტინგს; მერედიტ მეინარდი – ჰუმანიტარულ და განვითარების სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტი, რომელსაც მრავალი წელი აქვს ნამუშევარი კონფლიქტურ ზონებსა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ Webster University Tbilisi-ს რექტორმა ჟან პოლ ვან მარისინგმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
დასკვნით ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა იმ ფაქტმაც, რომ ის ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს გაიმართა. აღნიშნულით სიმბოლურად გაესვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებზეც Webster University-ს მისია დგას. ესენია: თავისუფლება, განათლება და გლობალური პასუხისმგებლობის განვითარება.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა სრულად ფინანსდებოდა Webster University Tbilisi-ის მიერ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის სოციალურ პასუხისმგებლობასა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისათვის მზადყოფნას.
საზაფხულო სკოლის ფორმატი მონაწილეებში ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა კრიტიკული და სისტემური აზროვნება, ლიდერობა, გუნდური მუშაობა და საჯარო კომუნიკაცია. ინტერაქტიური სესიები, თემატური ვორქშოპები და მულტიკულტურული გარემო ახალგაზრდებს ინსპირაციულ და სწავლაზე ორიენტირებულ გამოცდილებას სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ Webster University Tbilisi წარმოადგენს ამერიკული გლობალური უნივერსიტეტის ფილიალს საქართველოში. ამერიკული უნივერსიტეტი უკვე ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს უმაღლესი განათლების პროგრამებს მსოფლიოს მასშტაბით. ის საერთაშორისო დონეზე აკრედიტებული უნივერსიტეტია, რომლის პროგრამები შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოში Webster University-ის კამპუსი სთავაზობს სტუდენტებს ამერიკულ ხარისხს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს, საერთაშორისო ლექტორებს და გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Webster University Tbilisi აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო ინიციატივებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სხვადასხვა აქტივობა ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად იმართება. უნივერსიტეტი ხშირად აწყობს და აფინანსებს: ინგლისური ენის ოლიმპიადებს, ესეების კონკურსებს, უფასო ტრენინგებსა და თემატურ დისკუსიებს და განვითარებაზე ორიენტირებულ სხვა მრავალ ღონისძიებას. ეს ყველაფერი საბოლოოდ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მოტივაციაზე, ცოდნასა და პიროვნულ ზრდაზე აისახება.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა Webster University-ს ორგანიზებით უკვე მეორედ ჩატარდა და ის სამომავლოდაც გაგრძელდება.
Webster University Tbilisi აგრძელებს ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას მომავალი თაობისთვის, რადგან სწორედ ახალგაზრდები ქმნიან მდგრად მომავალს.
(R)
What's Your Reaction?






