ადიგენის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ადიგენის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.
What's Your Reaction?






