ადიგენში კაცი მოკლეს — ბრალდებული დაკავებულია
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ბრალდებულმა ადიგენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივლისს, ადიგენის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ჯ.ხ.-ს, ...

What's Your Reaction?






