ავარია გონიოში - არიან გარდაცვლილები
ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მასალა განახლებადია

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.
დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მასალა განახლებადია
What's Your Reaction?






