ავარია კამერუნში: ნგანუ ტრაგიკულ ინციდენტში ფიგურირებს

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, ომნისპორტის რაიონში, მოტოციკლის ავარიის შედეგად, 17 წლის ნცამა ბრიჯიტ მანუელა გარდაიცვალა...

აპრ. 29, 2025 - 15:57
 0
ავარია კამერუნში: ნგანუ ტრაგიკულ ინციდენტში ფიგურირებს
კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, ომნისპორტის რაიონში, მოტოციკლის ავარიის შედეგად, 17 წლის ნცამა ბრიჯიტ მანუელა გარდაიცვალა. მომხდარში ყოფილი UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი, ფრენსის ნგანუ ფიგურირებს.​

გავრცელებული ინფორმაციით, ნგანუ მოტოციკლს მართავდა, როდესაც გოგონას დაეჯახა. არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელთა მიხედვითაც, ნგანუ მოტოციკლზე მგზავრი იყო, თუმცა ჭორები არ დასტურდება.

შემთხვევის შემდეგ, ნგანუმ გოგონა იაუნდეს გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი მკურნალობის ხარჯები დაფარა. გოგონას ფეხისა და ხელის მძიმე ტრავმები ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, იგი ოპერაციის დროს გარდაიცვალა .​

ფრენსის ნგანუს ამ დრომდე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარის გამოძიებას აწარმოებს.​

აღსანიშნავია, რომ ნგანუსთვის ეს მეორე დიდი ტრაგედიაა ბოლო პერიოდში — 2024 წლის აგვისტოში, მან 15 თვის ვაჟი დაკარგა.​

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow