ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ – IDFI

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის საკითხზე IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2 464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ. კვლევის თანახმად, სუბიექტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის მონაწილეობით კი მხოლოდ 100-მდე სუბიექტი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინდ. მეწარმეების ნაწილის ოფიციალურ საქმიანობის სფეროს არ […]

ივლ. 31, 2025 - 01:57
 0
ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ – IDFI

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის საკითხზე IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2 464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ.
კვლევის თანახმად, სუბიექტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის მონაწილეობით კი მხოლოდ 100-მდე სუბიექტი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინდ. მეწარმეების ნაწილის ოფიციალურ საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს ავტომობილების ვაჭრობა. IDFI-ში ამბობენ, რომ ექსპორტიორებს შორის ავტომობილებით ვაჭრობა ოფიციალური საქმიანობა მხოლოდ 1000-მდე ინდ.მეწარმისა და კომპანიის შემთხვევაშია მითითებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow