აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა, მოხარული ვარ რომ  ვიზიტი შედგა - მიხეილ ყაველაშვილი

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანში ეს ვიზიტი შედგა. გუშინ მქონდა მაღალი დონის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან. დღეს შევხვდი ბატონ პრეზიდენტს და დავასრულეთ მინი მეჯლისში ქალბატონ გახაროვასთან შეხვედრით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. "ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა. შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკულ, კულტურის საკითხებში თანამშრომლობაზე. პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სუფევს დღეს  მსოფლიოში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სწორედ ეს ყველაფერი გამოხატული იყო ჩემი შეხვედრების ფარგლებში. დიდი მადლობა მათ ასეთი თბილი შეხვედრისა და დახვედრისთვის,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აპრ. 16, 2025 - 16:26
 0
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა, მოხარული ვარ რომ  ვიზიტი შედგა - მიხეილ ყაველაშვილი

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანში ეს ვიზიტი შედგა. გუშინ მქონდა მაღალი დონის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან. დღეს შევხვდი ბატონ პრეზიდენტს და დავასრულეთ მინი მეჯლისში ქალბატონ გახაროვასთან შეხვედრით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

"ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა. შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკულ, კულტურის საკითხებში თანამშრომლობაზე. პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც სუფევს დღეს  მსოფლიოში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სწორედ ეს ყველაფერი გამოხატული იყო ჩემი შეხვედრების ფარგლებში. დიდი მადლობა მათ ასეთი თბილი შეხვედრისა და დახვედრისთვის,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow