აზერბაიჯანში მთავარ რედაქტორს ღალატის ბრალდებით 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანში ვებგვერდის „თალიშური ეროვნული აკადემიის ახალი ამბები“ მთავარ რედაქტორსა და მკვლევარს იგბალ აბილოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ის ბრალდებულია სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და აზერბაიჯანში ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში. 2 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა აბილოვისთვის 19 წლით პატიმრობა მოითხოვა. აბილოვი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითაა ბრალდებული: 274 — სახელმწიფო […]

მაი. 21, 2025 - 12:27
 0
აზერბაიჯანში მთავარ რედაქტორს ღალატის ბრალდებით 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Meydan.tv-ს ცნობით, აზერბაიჯანში ვებგვერდის „თალიშური ეროვნული აკადემიის ახალი ამბები“ მთავარ რედაქტორსა და მკვლევარს იგბალ აბილოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ის ბრალდებულია სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და აზერბაიჯანში ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში.
2 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებელმა აბილოვისთვის 19 წლით პატიმრობა მოითხოვა.
აბილოვი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითაა ბრალდებული: 274 — სახელმწიფო ღალატი; 281.3 — საჯარო მოწოდება სახელმწიფოს წინააღმდეგ, შესრულებული უცხოური ორგანიზაციების ან მათი წარმომადგენლების დავალებით; 283.1 — ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური შუღლის გაღვივება.
აბილოვს ედავებიან სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და აზერბაიჯანში ეთნიკურ შუღლზე დაფუძნებული კოორდინირებული ქმედებების განხორციელების მცდელობას.
თავად აბილოვი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებას მისი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
აბილოვი, რომელიც ბელარუსში ცხოვრობდა, 2024 წლის 22 ივლისს დააკავეს, როდესაც აზერბაიჯანში ნათესავებს სტუმრობდა.
meydan.tv-ის ინფორმაციით, აბილოვი იყო „თალიშური ეროვნული აკადემიის ახალი ამბების“ მთავარი რედაქტორი — ვებგვერდი აქვეყნებდა თალიშურ ფოლკლორთან, ისტორიულ კვლევებთან და იშვიათ დოკუმენტებთან დაკავშირებულ მასალებს.
მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან აზერბაიჯანის ხელისუფლებას აბილოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად სცნეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow