ალეკო ელისაშვილის განცხადება

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადიციას და რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს. როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ, ოცნებაში“ დუმან იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ელისაშვილის შეფასებით, ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მას დაუსწრებლად ბრალი ედება დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“.

აგვ. 6, 2025 - 15:27
 0
ალეკო ელისაშვილის განცხადება

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გენერალური პროკურატურა მის ექსტრადიციას და რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს. როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ, ოცნებაში“ დუმან იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ელისაშვილის შეფასებით, ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება კოორდინირებულად მოქმედებენ.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

როგორც რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მას დაუსწრებლად ბრალი ედება დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow