ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პროკურატურა 30 000-ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა, ადვოკატმა კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია და ეთანხმებოდნენ ალექსი ახვლედიანის გათავისუფლებას. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა. „ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.  

ივლ. 8, 2025 - 20:56
 0
ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურატურა 30 000-ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა, ადვოკატმა კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. ამასთან, თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა აღნიშნეს, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია და ეთანხმებოდნენ ალექსი ახვლედიანის გათავისუფლებას.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში.  სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.

 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow