“ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე

სააგენტო "პარალელი" “ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თეონა ჭალიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლტიკურ შეფასებას აკეთებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის შესახებ: ,,დღევანდელი დღე შედგა. დღეს იყო მთავარი ის, რომ პოლიტიკური პარტიებიდან ქალებს ერთად მდგომა დაგვეფიქსირებინა, რომ ერთად ვაპროტესტებთ ამ სასამართლოდან მომდინარე უსამართლობას და უკანონობას, რომ ერთად ვუცხადებთ სოლიდარობას პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, ერთად ვდგავართ და ერთად ვითხოვთ […] “ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე მარიამ ხაჩირაშვილი

მაი. 6, 2025 - 06:57
 0
“ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე

სააგენტო "პარალელი"
“ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თეონა ჭალიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში პოლტიკურ შეფასებას აკეთებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართული აქციის შესახებ:

,,დღევანდელი დღე შედგა. დღეს იყო მთავარი ის, რომ პოლიტიკური პარტიებიდან ქალებს ერთად მდგომა დაგვეფიქსირებინა, რომ ერთად ვაპროტესტებთ ამ სასამართლოდან მომდინარე უსამართლობას და უკანონობას, რომ ერთად ვუცხადებთ სოლიდარობას პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, ერთად ვდგავართ და ერთად ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ჩვენ პარტიები და ცალკე ყველა რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმით ვაპროტესტებთ, სხვადასხვა ფორმით სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, მაგრამ ასე ერთობით და ძალა ერთობაშიას პრინციპით ეს სოლიდარობის და პროტესტის აქტი შედგა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო ის, რომ სასამართლოს მანდატურები და აქაური ვითომ სამართალდამცავები გამხეცებულები დაეტაკნენ ამ ქალებს და ის ერთ-ერთი კომპონენტი, სიმბოლური კომპონენტი, რითაც ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი რწმენა იმისა, რომ ,,სამართალი ურმით დადის, ნელა, მაგრამ მაინც მოვა“, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ნათქვამი ძველად, ხალხის წიაღში იშვა ეს ფრაზა და არასოდეს ხალხის სიბრძნე არ გამტყუნებულა, აი ამის დემონსტრირებისთვის, ჩვენ გვინდოდა, რომ სიმბოლურად ურემი შემოგვეტანა სასამართლოს ეზოში, სადაც დავალაგეთ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელი და გვარი, რომელთა გათავისუფლებასაც ასე აქტიურად ვითხოვთ… აი ამ დროს გაშმაგდნენ, ქალებს ეცმენ დალეწეს ეს ურემი-სიმბოლო, მაგრამ ნაწილები ჩვენ მაინც შემოვიტანეთ.

ბოლოს ჩვენ გავუშვით შავი კვამლი ნიშნად იმისა, რომ ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება. ეს შავი კვამლი სწორედ ზედგამოჭრილი იყო ამ სასამართლოსთვის.

ვეუბნები ყველა ცრუ მოწმეს, ყველა უსამართლო გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეს და ყველა პროკურორს, რომლებიც თეთრი ძაფით კერავენ ამ საქმეებს, რომ მათთანაც მოვა ეს ურემი, ნელა, მაგრამ მაინც მოვა და სამართალი აუცილებლად იზეიმებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ამ სასამართლოდან დღეს-დღეობით სიმართლის და სინათლის ნაცვლად, მოდის უსამართლობა, სიბნელე და ბოროტება” – თეონა ჭალიძე
მარიამ ხაჩირაშვილი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow