"ამ შემთხვევაში ოლივეირა თოფურიას მარტივად დააფინიშებს" - მახაჩევის ანტიქართული პროგნოზი
"ამ შემთხვევაში ოლივეირა თოფურიას მარტივად დააფინიშებს" - მახაჩევის ანტიქართული პროგნოზი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილ დაპირისპირებაზე თავისი პროგნოზი გააჟღერა და ორივე მებრძოლი მაღალ დონეზე შეაფასა.
"ჩარლზს ნამდვილად აქვს შანსი – და არა უბრალოდ შანსი, არამედ დიდი შანსი. სტრაიკერებთან ბრძოლაში გამოცდილება და უნარები აშკარად გამოიკვეთა.
დასამახსოვრებელია მისი შეხვედრა დასტინ პორიესთან. ორივეს დამაჯერებელი დარტყმები ჰქონდა და დგომშიც საკმაოდ აგრესიული დაპირისპირება ვიხილეთ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ოლივეირას მცირე სივრცესაც კი დაუტოვებ, ის ძალიან სწრაფად დაგაფინიშებს. ამიტომ არის ჩარლზ ოლივეირა ყოველთვის საშიში და საფრთხის შემცველი ოპონენტი.
ჩემი აზრით, ეს ბრძოლა აბსოლუტურად 50/50-ია. თუკი ოლივეირას ბრძოლა გრეპლინგში გადაიყვანა, მაშინ მიწაზე მარტივად შეძლებს თოფურიას ფინიშს. თუმცა, თუ ილიამ სივრცე იპოვა და ჩარლზი გამოიჭირა, მაშინ მას დაძინება მოუწევს"
- ამბობს დაღესტნელი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჩარლ ოლივეირას საჩემპიონო ბრძოლას 29 ივნისს, 08:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
What's Your Reaction?






