ამაზე ხელი ძალით მოაწერინეს? - რაზე დათანხმდა კვარა ლაურენტისს ტრანსფერის დროს
ამ კონტრაქტზე ხელი ძალით მოაწერინეს? - რაზე დათანხმდა კვარა ლაურენტისს პარიზში გადასვლის დროს

იტალიური სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონი "ნაპოლი" გახდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნახევარი სეზონი "პარტენოპეიში" დაჰყო და გუნდს ჩემპიონობის გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვა, ქართველმა ფეხბურთელმა ვერც მედალი და ვერც ფინანსური ბონუსი ვერ მიიღო.
იტალიური გამოცემა TuttoNapoli იუწყება, რომ კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლისას გაფორმებულ კონტრაქტში გაწერილი იყო პუნქტი, რომელიც მას ნაპოლისგან შემდგომში ბონუსების მოთხოვნის უფლებას არ აძლევდა:
"ჩემპიონობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, კვარაცხელია არც ფინანსურ ჯილდოს მიიღებს და არც მედალს. პარი სენ-ჟერმენში გადასვლისას, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, მომავალში ნაპოლისგან არანაირ ბონუსს არ მოითხოვდა" — წერს გამოცემა.
ხვიჩას იტალიაში გატარებული პერიოდი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა კონტრაქტში არსებული სამართლებრივი დათქმის გამო, ფეხბურთელი ჩემპიონობისთვის ჯილდოს გარეშე დარჩა, რაც გულშემატკივრებში ორმაგ რეაქციებს იწვევს.
What's Your Reaction?






