ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე, მოსამართლე ფალსიფიცირებულ ვიდეოფაილებს დაეყრდნო – ადვოკატები
მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ამ საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინა. როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, ხვალ, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება „ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას“. როგორც […] The post ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე, მოსამართლე ფალსიფიცირებულ ვიდეოფაილებს დაეყრდნო – ადვოკატები appeared first on .

მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ამ საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინა.
როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, ხვალ, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება „ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას“.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემამ წამოიწყო, დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან, რაც გულისხმობს პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, თითქოს მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია. ეს საქმე 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს, რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან. კერძოდ, მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეოჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან. ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა სასამართლოს მიუთითა ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება (მოწმე/ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეო) არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ეს კადრები ადასტურებს მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს, რადგან მასში არ არის ასახული მზია ამაღლობელის რაიმე უკანონო ქცევა, – აღნიშნავენ ადვოკატები.
ადვოკატებმა დღეს ახალი მტკიცებულებებიც წარადგინეს, რომლითაც მათი თქმით, უტყუარად დგინდება, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე. ასევე, პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.
ვიდეო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.
საჯაროდ მივმართავთ გენერალურ პროკურორს უმოკლეს დროში გვაცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას” -აცხადებენ მზია ამაღლობელის უფლებადამცველები.
The post ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე, მოსამართლე ფალსიფიცირებულ ვიდეოფაილებს დაეყრდნო – ადვოკატები appeared first on .
What's Your Reaction?






