"ამბიციური საქართველო, მძიმე ჯგუფია" - მონტელა თურქეთის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

"ამბიციური საქართველო, მძიმე ჯგუფია" - მონტელა თურქეთის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

აგვ. 21, 2025 - 21:27
 0
"ამბიციური საქართველო, მძიმე ჯგუფია" - მონტელა თურქეთის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა დიდი მოლოდინებით ელის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს სტარტს. იტალიელმა სპეციალისტმა Anadolu Agency-სთან საუბარში აღნიშნა, რომ პირველივე ტურში, 4 სექტემბერს, მის გუნდს ურთულესი გამოცდა ელოდება თბილისში – საქართველოს ნაკრებთან.

"უკვე 24 წელია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ ვყოფილვართ და ბუნებრივია, ჩვენი მთავარი ამოცანა ამჯერად ამ ბარიერის გადალახვაა. სტარტს სწორედ თბილისში ვიღებთ, საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებში აშკარად წინ წავიდა. მათთან შედარებით, ევროპის ჩემპიონატზე ნანახ გუნდზე უფრო გამოკვეთილი და სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. ამიტომ, პირველივე მატჩში მთელი ყურადღება და ენერგია მხოლოდ ამ შეხვედრაზე უნდა მოვახმაროთ,“

– თქვა მონტელამ.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, დიდი ხნის პაუზა მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილად ზრდის მოლოდინებს, თუმცა ეს ბუნებრივია: "თურქეთს ყოველთვის უნდა ჰქონდეს მაღალი მიზნები. ჩვენი ვალდებულებაა, ფეხბურთელები საუკეთესოდ მოვამზადოთ.“

რაც შეეხება ჯგუფურ მეტოქეებს, მონტელა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთს ურთულეს ტრიო მოუწევს: პირველ კალათიდან – ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მესამე კალათიდან – ამბიციური საქართველო და მეოთხედან – ბულგარეთი, რომელიც რეიტინგში ამ ჯგუფში ყველაზე მაღალ ქულებზეა. "რეალურად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჯგუფია, მაგრამ ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს – წინ აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯი,“ – დასძინა თურქეთის მთავარი მწვრთნელმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow