ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის
ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის. „ბრძანებას გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის თაობაზე, რათა მათ მივცე სიდიადის შანსი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „სირიაში, რომელმაც ამდენი ტანჯვა და სიკვდილი იხილა, ახალი მთავრობაა, რომელიც, იმედია, შეძლებს ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობის შენარჩუნებას. სწორედ ეს გვინდა ვიხილოთ“, […]
ამერიკა სირიის ახალ ხელისუფლებას ყველა სანქციას მოუხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის.
„ბრძანებას გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის თაობაზე, რათა მათ მივცე სიდიადის შანსი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„სირიაში, რომელმაც ამდენი ტანჯვა და სიკვდილი იხილა, ახალი მთავრობაა, რომელიც, იმედია, შეძლებს ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობის შენარჩუნებას. სწორედ ეს გვინდა ვიხილოთ“, – დასძინა მან.
აშშ-ის სანქციები სირიას 2004 წელს დაუწესდა, ხოლო ხელახლა – 2011 წელს მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმმა ანტისამთავრობო აჯანყებების ჩახშობა დაიწყო.
What's Your Reaction?






