“ან შამანაურის სახელობის ქუჩა არ უნდა გვქონდეს, ან ბატონი მაღრაძე, სულ ცოტა, აღარ უნდა მუშაობდეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში” – ბექა კობახიძე

ასეთი ამბავია: ნაზი შამანაური დაუპირისპირდა კომუნისტურ რეჟიმს. გამოაცხადეს გიჟად, გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულში, სადაც გარდაიცვალა 1983 წელს. ზვიადიდან დაწყებული ყველა დისიდენტი ცალსახად ამბობდა, რომ ჯანმრთელი ადამიანი მოკლეს. თბილისში გვაქვს ნაზი შამანაურის ქუჩა. ანუ, ის აღიარებულია რეჟიმის მსხვერპლად, მაგრამ მისი სიკვდილისთვის არავინ დასჯილა. ნაზი შამანაურმა დატოვა დღიურები, რომელშიც ის ამხელს ფსიქიატრ დავით მაღრაძეს. ხსენებული ბატონი, ნაზის დროს, იყო […]

აგვ. 5, 2025 - 06:27
 0
“ან შამანაურის სახელობის ქუჩა არ უნდა გვქონდეს, ან ბატონი მაღრაძე, სულ ცოტა, აღარ უნდა მუშაობდეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში” – ბექა კობახიძე

ასეთი ამბავია: ნაზი შამანაური დაუპირისპირდა კომუნისტურ რეჟიმს. გამოაცხადეს გიჟად, გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულში, სადაც გარდაიცვალა 1983 წელს. ზვიადიდან დაწყებული ყველა დისიდენტი ცალსახად ამბობდა, რომ ჯანმრთელი ადამიანი მოკლეს.
თბილისში გვაქვს ნაზი შამანაურის ქუჩა. ანუ, ის აღიარებულია რეჟიმის მსხვერპლად, მაგრამ მისი სიკვდილისთვის არავინ დასჯილა. ნაზი შამანაურმა დატოვა დღიურები, რომელშიც ის ამხელს ფსიქიატრ დავით მაღრაძეს. ხსენებული ბატონი, ნაზის დროს, იყო 33-34 წლის. ახლა არის 76 წლის. 2005 წლიდან მოყოლებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ხელმძღვანელობს ფსიქიატრიის მიმართულებას. დღეს გამოვიდა ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დაადო მას, რომ პოლიტიკური დასჯის მიზნით გამაგზავნა ფსიქიატრიულშიო. ახლა მის ხელშივე მოხვდება ნინო დათაშვილის ბედი, რადგან მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. ასეთი კითხვა მაქვს: თუ ნაზი შამანაურის ქუჩა გვაქვს დედაქალაქში სწორედ იმის გამო, რომ გვჯერა მისი დღიურის და გვჯერა, რომ ის ფსიქიატრებმა აწამეს, რანაირად ხელმძღვანელობს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ნაზის მიერ დადანაშაულებული დავით მაღრაძე უკვე 20 წელია? ამდენ სიყალბესა და ტყუილში ცხოვრება რანაირად შეგვიძლია? ან იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნაზი შამანაური მართლა გიჟი იყო და თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. შესაბამისად, არც მისი სახელობის ქუჩა უნდა გვქონდეს და არც რეჟიმის მსხვერპლად მივიჩნიოთ; ან ნაზი იყო ისეთი, როგორიც გვჯერა რომ იყო და ბატონი მაღრაძე, სულ ცოტა, აღარ უნდა მუშაობდეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში და ის არ უნდა წყვეტდეს ნინო დათაშვილის თუ სხვათა ბედს. ორივე ერთად უბრალოდ არ გამოდის, სიცრუეა, სიყალბეა, დანაშაულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow