ანა დოლიძე – საქართველოში მმართველი ჯგუფის გარდა, ყველა დაუცველია

კოალიცია ”ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ფოლადაანთკარში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დოლიძე წერს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საფრთხის შემცველი წყალსაცავი შემოღობოს, განსაზღვროს საცურაო ზონები და ადგილზე მაშველები დააყენოს. “მწუხარებას გამოვთქვამ ფოლადაანთკარში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძალიან მძიმე ამბავია. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს იმ ტბის გაუქმებას, […]

აპრ. 22, 2025 - 20:27
 0
ანა დოლიძე – საქართველოში მმართველი ჯგუფის გარდა, ყველა დაუცველია

კოალიცია ”ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფოლადაანთკარში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დოლიძე წერს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საფრთხის შემცველი წყალსაცავი შემოღობოს, განსაზღვროს საცურაო ზონები და ადგილზე მაშველები დააყენოს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ფოლადაანთკარში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძალიან მძიმე ამბავია. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს იმ ტბის გაუქმებას, რომელსაც მამა და შვილები ემსხვერპლა. 2018 წელს, დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომლის ფარგლებში ვითხოვდით ადგილობრივ ხელისუფლებას აეღო მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რათა აღეკვეთა მათ არეალში სიკვდილის ზონები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, შემოღობოს საფრთხის შემცველი წყალსაცავი, ტბა, განსაზღვროს საცურაო ზონები და დააყენოს მაშველები ადგილზე. დადგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ. 2018 წლიდან ვითხოვთ ყოველივეს შესრულებას, თუმცა არაფერი ამ მიმართულებით არ კეთდება, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. სახეზე კი გვაქვს მსგავსი მძიმე შემთხვევები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება”, – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow