ანა დოლიძე – უფრო მეტად ვისწავლოთ იესო ქრისტეს მაგალითზე კაცთმოყვარეობა, პატიება, გაცემა, მსახურება და პატივისცემა
კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. როგორ ანა დოლიძე წერს, დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა. “ჩვენ ყველანი სადღაც მოვედით. კარგად თუ ავად, სიხარულით თუ სევდით, რთულად თუ ადვილად. რაც გვაქვს, გვაქვს და ვინც ვართ, უკვე ვართ. დღეს დიდი დღეა. დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ […]


კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
როგორ ანა დოლიძე წერს, დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა.
“ჩვენ ყველანი სადღაც მოვედით. კარგად თუ ავად, სიხარულით თუ სევდით, რთულად თუ ადვილად. რაც გვაქვს, გვაქვს და ვინც ვართ, უკვე ვართ. დღეს დიდი დღეა. დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა, დაგვანახა და გვაგრძნობინა. მადლობა ვუთხრათ პურისთვის მაგიდაზე და სიყვარულისთვის ჩვენ სახლში, ვთხოვოთ მას მოგვცეს ძალა და შთაგონება. უფრო მეტად ვისწავლოთ იესო ქრისტეს მაგალითზე კაცთმოყვარეობა, პატიება, გაცემა, მსახურება და პატივისცემა.
ქრისტე აღსდგა, ჩემო საყვარელო ხალხო. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. უფლის მადლი შეგვეწიოს ყველას “ , – წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე”
What's Your Reaction?






