ანდრო გოცირიძე – სპეცსამსახური იმდენად პოლიტიზებულია, რომ პრობლემა ის კი არაა, ერთი უწყება მეორეს შეერწყმება თუ არა, პრობლემა ისაა, რომ ისინი მუშაობენ პარტიის ინტერესების გასატარებლად, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს
დაზვერვა დასავლეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო, ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი უწყება, თუმცა, ჩვენ უკანასკნელ წლებში დაზვერვის ხელმძღვანელობაში ვხედავთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე პიროვნებებს, პარტიის წევრების წინ წაწევას და დაზვერვა მთლად დამოუკიდებელი ახლაც ვერ იყო ისევე, როგორც ვერ იქნება სუს-ის ქოლგის ქვეშ, – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. გოცირიძის […]


დაზვერვა დასავლეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო, ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი უწყება, თუმცა, ჩვენ უკანასკნელ წლებში დაზვერვის ხელმძღვანელობაში ვხედავთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე პიროვნებებს, პარტიის წევრების წინ წაწევას და დაზვერვა მთლად დამოუკიდებელი ახლაც ვერ იყო ისევე, როგორც ვერ იქნება სუს-ის ქოლგის ქვეშ, – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში მოქცევით, მისი ხარისხი მკვეთრად დაეცემა.
„სახეზეა ძალაუფლების კონცენტრაცია და მცდელობა, რომ ერთ ხელში მოხდეს ამ ყველაფრის თავმოყრა, ამას უნდა გულისხმობდეს სადაზვერვო სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინტეგრაცია. ასეთი მოდელები არსებობს და, ძირითადად, არსებობს ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიც გახლავთ რუსეთი, ბელარუსი, სადაც უშიშროების სამინისტროში შედის სადაზვერვო მიმართულება. საქართველომაც რამდენჯერმე სცადა ასეთი მოდელი, არ გაამართლა და შემდგომ, სადაზვერვო სამსახური ჩამოყალიბდა ცალკე უწყებად, რომელიც ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მეთაურს.
ამას თავისი წინაპირობები აქვს. ზოგადად, სადაზვერვო კლასიკა არის, რომ სადაზვერვო სამსახურების დივერსიფიკაცია კარგია იმიტომ, რომ რამდენიმე არხიდან უნდა იღებდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ამ სადაზვერვო ინფორმაციას, თუმცა მსოფლიოში ისეთი პრაქტიკაც არსებობს, როდესაც სადაზვერვო უწყება ამა თუ იმ სამინისტროს ქოლგის ქვეშ არის და რეალურად, სად იქნება უწყება ის კი არ განაპირობებს მის წარმატებულობას, არამედ რა ამოცანები აქვს მას დასახული, როგორ სრულდება, ვისთან პარტნიორობს და როგორია სადაზვერვო ციკლი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გარკვეული ინფორმაციით, რაზე დაყრდნობითაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს.
დღეს საქართველოში ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიზებულ უწყებაში სადაზვერვო ინსტიტუტის შეყვანას იმიტომ, რომ დაზვერვა დასავლეთთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო, ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი უწყება, თუმცა, ჩვენ უკანასკნელ წლებში დაზვერვის ხელმძღვანელობაში ვხედავთ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის მქონე პიროვნებებს, პარტიის წევრების წინ წაწევას და დაზვერვა მთლად დამოუკიდებელი ახლაც ვერ იყო ისევე, როგორც ვერ იქნება სუს-ის ქოლგის ქვეშ და, ბუნებრივია, ეს უფრო მეტად გამოიწვევს სადაზვერვო პროდუქტის ხარისხის დაცემას, რომელსაც ქმნიან მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც, საბედნიეროდ, მრავლად არიან ამ უწყებაში, თუმცა, ნელ-ნელა მათი ადგილი აღარ დარჩება და იქნება უფრო მეტად პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული სამსახური“, – განაცხადა გოცირიძემ.
როგორც უსაფრთხოების ექსპერტმა აღნიშნა, სუს-იც და დაზვერვაც პოლიტიზებულია და ორივე პარტიულ ინტერესებს ატარებს, რაც ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„სპეცსამსახური იმდენად არის ახლა პოლიტიზებული, რომ პრობლემა ის კი არ არის, ერთი უწყება მეორეს შეერწყმება თუ არა, პრობლემა ის არის, რომ ეს უწყებები მუშაობენ პარტიის ინტერესების გასატარებლად, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს. ამ შემთხვევაში, პარტიული ინტერესი დასავლეთთან კონფრონტაციისა, საარჩევნო ინტერესი ელექტორალური მობილიზების საერთოდ არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს ამიტომ, დაზვერვის სამსახურიც, შევა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, უფრო მეტად პოლიტიზებული იქნება და უფრო მეტად დამოკიდებული იქნება კონიუნქტურაზე.
ეს ხდება იმიტომ, რომ სპეცსამსახურების საბჭოთა მოდელი არ შეიცვალა და ქვეყნის პირველი პირი ისევ არის პირველი პოლიციელი, პირველი მზვერავი, პირველი კონტრმზვერავი, ხოლო მინისტრი, პოლიტიკური პირი არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიტსაბჭოს წევრი და, ბუნებრივია, რადგან მას აქვს უფლება, ღონისძიებებში ჩაერიოს, გამოიყენოს ფარული გავლენები და საშუალებები, ის ამას პარტიული კეთილდღეობისთვის იყენებს და არ იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, უფრო წინ აყენებს პარტიულ პრიორიტეტს.
ამასთან, საერთოდ მოშლილია დამოუკიდებელი კონტროლის, დამოუკიდებელი აუდიტის, გენერალური ინსპექციის ფუნქცია იმიტომ, რომ გენერალური ინსპექცია, ნაცვლად იმისა, რომ იყოს დამოუკიდებელი მაკონტროლებელი, ექვემდებარება მინისტრს ანუ პოლიტიკურ პირს და უფრო მეტად ასრულებს პოლიტიკური ფილტრის ფუნქციას, ვიდრე დამოუკიდებელი მაკონტროლებლის“, – აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
What's Your Reaction?






